Skip to content Skip to footer

წესები და პირობები

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს შპს პირველადი დახმარების ცენტრის (ს/კ 400190422) ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს.

მომხმარებლები, რომელიც საკუთარი სურვილით შეავსებს პერსონალურ ინფორმაციას ჩვენ ვებ-გვერდზე, ავტომატურად გვანიჭებს უფლებას, გამოვიყენოთ მონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით.

კომპანია მონაცემებს დაამუშავებს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად.

მომხმარებლის მიერ პირველადი დახმარების ცენტრის ვებგვერდის გამოყენებით ის აცხადებს თანხმობას ჩვენ მიერ მისი პერსონალური მონაცემებისა და მზა ჩანაწერების (Cookies) შენახვასა და დამუშავებაზე.

მომხმარებლების მონაცემები (სახელი და გვარი) შესაძლოა გაზიარდეს მხოლოდ და მხოლოდ პარტნიორ კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის მის მიერ შეძენილი სერვისის მიწოდების რომელიმე ნაწილს.

სარეკლამო მასალების მოწოდების, მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციის, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით პირველადი დახმარების ცენტრს შეუძლია ისარგებლოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციით, კერძოდ, ელ. ფოსტის მისამართით/ტელეფონის ნომრით.

პირველადი დახმარების ცენტრი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს ჩვენს ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, მოგიწოდებთ, გაეცნოთ გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაგვიკავშირდით contact@firstaidcenter.ge