Skip to content Skip to footer

რატომ უნდა ისწსავლო Hands-Only CPR?

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყოველწლიურად, კლინიკის გარეთ გულის გაჩერების 350,000-მდე შემთხვევა ფიქსირდება. გულის გაჩერება - გულის ელექტრული იმპულსები, რომელიც იწვევს არარეგულარულ გულისცემას (არითმიას) და ხელს უშლის სისხლის მიწოდებას ტვინის, ფილტვებისა და სხვა ორგანოებისთვის - სიკვდილის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. ყოველწლიურად,

გულის გაჩერების შემთხვევაში დაზარალებულის გადარჩენა დამოკიდებულია გარშემო მყოფის მიერ სწრაფად დაწყებულ გულ-ფილტვის რეანიმაციაზე.

ამერიკის გულის ასოციაციის მიხედვით, საავადმყოფოს გარეთ განვითარებული გულის გაჩერების 90% სრულდება სიკვდილით.
დროულად დაწყებულ გულ-ფილტვის რეანიმაციას შეუძლია ორჯერ ან სამჯერ გაზარდოს დაზარალებულის გადარჩენის შანსი.

იყავი ცვლილება მათთვის, ვინც გიყვარს

იმ შემთხვევაში, თუ გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარება მოგიწევს, მეტია ალბათობა, რომ დაზარალებული სწორედ შენთვის ახლობელი ადამიანი იქნება: შვილი, მეუღლე, პარტნიორი ან მეგობარი.

საავადმყოფოებს გარეთ, გულის გაჩერების შემთხვევების 70%-ზე მეტი ხდება სახლში.

საავადმყოფოს გარეთ გულის გაჩერების შემთხვევაში, მხოლოდ 40%-მდე დაზარალებული იღებს საჭირო გადაუდებელ დახმარებას სასწრაფო დახმარების გუნდის მოსვლამდე.

სახლში, ოფისში ან საჯარო სივრცეში გულის გაჩერების შემთხვევებში, პირველივე წუთებში დაწყებულმა Hands-Only CPR-მა აჩვენა ისეთივე ეფქტურობა, როგორიც სტანდარტულმა გულ-ფილტვის რეანიმაციამ.

Hands-Only CPR-ს ორი მარტივი საფეხური აქვს, რომელიც შემდგომი თანმიმდევრობით უნდა შესრულდეს:

დარეკე 112-ში, თუ მოზარდი ანზრდასრული შენ თვალწინ დაკარგავს გონებას.

დაიწყეთ ზეწოლები გულმკერდის შუა ნაწილში, თქვენთვის ნაცნობი სიმღერის ტემპით, რომელსაც წუთში 100-120 რიტმი აქვს (მაგ.: Stayin’ Alive – Bee Gees)

დარეკეთ 112-ში

ოპერატორი, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მობილიზებასთან ერთად, დახმარებას გაგიწევთ.

მუსიკას შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა

ასეთი მუსიკის მაგალითებია Stayin' Alive (Bee Gees), Crazy in Love (Beyonce x Jay Z), Hips Don't Lie (Shakira) ან Walk the Line (Johnny Cash). მათთვის ნაცნობი მუსიკის თანხლებით სწავლის შემდგომ, ადამიანები უფრო თავდაჯერებით ასრულებენ Hand-Only გფრ-ს და უკეთ იმახსოვრებენ სწორ რიტმს.

დაუთმე 1 დღე სიცოცხლის გადარჩენის სწავლას

დარეგისტრირდი პირველადი დახმარების 5 საათიან ტრენინგზე და ისწავლე, როგორ გადაარჩინო სიცოცხლე გულის გაჩერების, სასუნთქი გზების დახშობისა და სისხლდენების შემთხვევაში.

განაახლე ცოდნა ორ წელიწადში ერთხელ და გახსოვდეს, რომ დაზარალებულის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს ის, ვინც პირველი აღმოუჩენს სამედიცინო დახმარებას.

Note: ამერიკის გულის ასოციაცია მაინც უწევს რეკომენდაციას გულ-ფილტვის რეანიმაციას კომპრესიებითა და ჩასუნთქვით ჩვილებში და ბავშვებში, ასევე, იმ შემთხვევაშიც თუ პაციენტის გულის გაჩერება გამოწვეულია წყალში ხრჩობის, წამლის ზედოზირების ან სუნთქვის პრობლემების შედეგად.