ხანგრძლივობა
დასწრების საფასური
მისამართი
გადაუდებელი დახმარების ტრენინგი სტომატოლოგებისთვის (ორდღიანი)
სტომატოლოგების ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი
- დეფიბრილაცია
- უცხო სხეული სასუნთქ გზებში
- სისხლდენა
- პროცედურასთან ასოცირებული შფოთვა
- ანაფილაქსიური რეაქცია სტომატოლოგიაში
- სასუნთქი გზების მართვა
- კრიტიკული აზროვნება და საექიმო ეთიკა სტომატოლოგიაში:
👨⚕️ტრენერები:
- ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი – არჩილ მარშანია
- ექიმი პარამედიკოსი – ირაკლი ხეჩიკაშვილი
- ექიმი პედიატრი – თამარ ადეიშვილი
- ექიმი სპორტული მედიცინის სპეციალისტი – ლევან ძარია
თითოეულ ტრენინგს უძღვება ერთი ან ორი ინსტრუქტორი.
ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ:
- სწორად მართონ და აღმოუჩინონ პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება პაციენტს საჭიროებისამებრ;
- გადაუდებელ შემთხვევებში შემთხვევის ადგილზე ადამიანის დახმარებისგან სწორად განსაზღვრონ პრიორიტეტები, მართონ სიტუაცია ადგილზე და დროულად მიმართონ სსდც-ს;
- საჭიროების შემთხვევაში სწორად და ეფექტურად ჩაატარონ გულ-ფილტვის რეანიმაცია;
- სწორად განსაზღვრონ დეფიბრილაციის საჭიროება და იმოქმედონ თანმიმდევრულად;
- სწრაფად და ეფექტურად შეაჩერონ სისხლდენა და სწორად დააადონ ნახვევი ჭრილობაზე;
- განსაზღვრონ რისკები, ამოიცნონ და სწორად მართონ პროცედურასთან ასოცირებული შფოთვები სტომატოლოგიურ პაციენტებში;
- ამოიცნონ და სწორად მართონ ანაფილაქსიური რეაქცია სტომატოლოგიურ პაციენტებში, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ სასუნთქი გზების გამავლობა სხვადასხვა მეთოდით;
- უზრუნველყონ კრიტიკული აზროვნებისა და საექიმო ეთიკის იმპლემენტაცია ყოველდღიურ საქმიანობაში.
მატერიალები
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ორდღიანი ტრენინგი სტომატოლოგებისთვის – სრული სილაბუსი.
- გათვალისწინებულია ორენოვანი სერტიფიკატები, ხელოვნური სუნთქვის ნიღბები, მცირე ზომის დაბეჭდილი ბროშურები და A4 ფორმატის დაბეჭდილი ალგორითმები ყველა მსმენელისთვის.
- ტრენინგის ყველა პრე-რეკვიზიტი უზრუნველყოფილია ჩვენ მიერ, როგორც ჩვენს, ასევე დამკვეთის სივრცეში.
- ტრენინგი ტარდება ფიზიკურ სივრცეში და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს, შეფასებებსა და უკუკავშირის ფორმებს.
