1 - არტერიული სისხლდენის დროს, სიცოცხლისთვის საშიში სისხლის რაოდენობა შეიძლება დაიკარგოს: ა) 5 - 10 წთ-ს განმავლობაში; ბ) 10 - 15 წთ-ს შემდეგ; გ) 2 - 5 წთ-ს განმავლობაში; დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი. None 2 - ძლიერი, არტერიული სისხლდენის დროს, რა არის ჩვენი მოქმედება? ა) პირდაპირი ზეწოლა სისხლმდენ ჭრილობაზე, ლახტის დადება ჭრილობის ზედა მხარეს; ბ) კიდურის ზემოთ აწევა, მჭიდრო ნახვევის დადება და ლახტის მოთავსება ჭრილობიდან 5 სმ-ს ზემოთ; გ) კიდურის ზემოთ აწევა, მჭიდრო ნახვევის და ცივი კოპრესების დადება; დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი. None 3 - მსხვილი არტერიიდან სისხლდენის დამახასითებელი ნიშნებია ა) ტანსაცმელი გაჟღენთილია ალისფერი სისხლით; ბ) ტანსაცმელი გაჟღენთილია მუქი შეფერილობის სისხლით; გ) სისხლდენა ნაკადურია და პულსირებს; დ) სწორი პასუხია გ და ა. None 4 - პრეჰოსპიტალურ (საავადმყოფოს გარეთ) პირობებში სად ხდება გულის გაჩერების ეპიზოდების უმეტესობა? ა) ქუჩაში; ბ) სპორტულ ღონისძიებებზე, სტადიონებსა და საცურაო აუზზე; გ) სახლში; დ) ლაშქრობებში. None 5 - უცხო სხეულის მოხვედრისას სასუნთქ გზებში, თუ ბავშვი ვერ სუნთქავს, ჩვენი მოქმედება შემდეგია ა) სახეში ძლიერად ჰაერის შებერვა; ბ) ბავშვი დავიწვინოთ მკლავზე და განვახორციელოთ ბეჭებს შორის დარტყმა/ბიძგები; გ) უნდა განვახორციელოთ მუცელზე ბიძგები; დ) ყველა პასუხი სწორია. None 6 - უბედური შემთხვევისას, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დაზარალებულის, რომლესაც სჭირდება გულ-ფილტვის რეანიმაცია, პირველადი დახმარების თანმიმდევროვბა და პრიორიტეტები შემდეგია ა) დაუყოვნებლივ ფულ-ფილტვის რეანიმაციის დაწყება და შემდეგ 112-ში დარეკვა; ბ) პირველ რიგში 112-ში დარეკვა და შემდეგ გულ-ფილტვის რეანიმაციის დაწყება;* გ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი; დ) ყველა პასუხი სწორია. None 7 - გულფილტვის რეანიმაცია შეგვიძლია დავიწყოთ თუ პაციენტს აღენიშნება მინიმუმ შემდეგი მდგომარეობა: ა) უგონო მდგომარეობაშია და არ სუნთქვას; ბ) უგონო მდგომარეობაშია, არ სუნთქავს და არ აღენიშნება პულსი მაჯაზე 10 წმ-ს განმავლობაში; გ) უგონო მდგომარეობაშია და აღენიშნება გულყრა ('კრუნჩხვა'); დ) ყველა პასუხი სწორია. None 8 - ჩაბჟრებისას პირველადი დახმარება მოიცავს შემდეგს: ა) ცივი წყლის შესხმა სახეზე; ბ) დაველოდოთ ჩაბჟრები; გ) უნდა განვახორციელოთ მუცელზე ბიძგები; დ) ყველა პასუხი სწორია. None 9 - როგორ უნდა გავუხსნათ სასუნთქი გზები უგონო მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს? ა) პირი უნდა გავუღოთ და ენა ამოვქაჩოთ; ბ) თავის უკან გადაწევით და ნიკაპის წამოწევით; გ) ხელოვნური სუნთქვის ჩატარებით; დ) ყველა პასუხი სწორია. None 10 - დეფიბრილაციის (''შოკის მიწოდება'') შესახებ რომელი დებულებაა სწორი? ა) დეფიბრილაციის საჭიროება უნდა განსაზღვროს ექიმმა; ბ) დეფიბრილაცია შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი პროფესიის ადამიანს; გ) დეფიბრილატორის გამოყენებას სჭირდება სამედიცინო განათლება; დ) ყველა პასუხი სწორია. None Time's up