ხანგრძლივობა
დასწრების საფასური
მისამართი
ტრენინგი მედპერსონალისთვის: გადაუდებელი დახმარება - რეანიმაციული ღონისძიებები
გადაუდებელი დახმარების ტრენინგი მედპერსონალისთვის მოიცავს შემდეგ თემებს:
- სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი
- დეფიბრილაცია
- მედიკამენტები
- სასუნთქი გზების მართვის მეთოდები
👨⚕️ტრენერები:
- ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი – არჩილ მარშანია
- ექიმი პარამედიკოსი – ირაკლი ხეჩიკაშვილი
- ექიმი პედიატრი – თამარ ადეიშვილი
- ექიმი სპორტული მედიცინის სპეციალისტი – ლევან ძარია
თითოეულ ტრენინგს უძღვება ერთი ან ორი ინსტრუქტორი.
ტრენინგის მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ შეძლებენ:
- შეიქმნან სწორი წარმოდგენა პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შესახებ;
- გადაუდებელ შემთხვევებში, შემთხვევის ადგილზე/ჰოსპიტალში სწორად დაალაგონ პრიორიტეტები, მართონ სიტუაცია ადგილზე და დროულად მიმართონ სსდც-ს/ექსპრეტს;
- საჭიროების შემთხვევაში, სწორად და ეფექტურად ჩაატარონ გულ-ფილტვის რეანიმაცია, მედიკამენტები გამოიყენონ სწორი დოზირებითა და თანმიმდევრობით;
- სწორად განსაზღვრონ დეფიბრილაციის საჭიროება და იმოქმედონ თანმიმდევრულად;
- საჭიროების შემთხვევაში სინქრონიზებულად გაუწიონ დახმარება სსდც-ს ექიმს შემთხვევის ადგილზე.
მატერიალები
გადაუდებელი დახმარების ტრენინგი მედპერსონალისთვის – სრული სილაბუსი
- გათვალისწინებულია ორენოვანი სერტიფიკატები, ხელოვნური სუნთქვის ნიღბები, მცირე ზომის დაბეჭდილი ბროშურები და A4 ფორმატის დაბეჭდილი ალგორითმები ყველა მსმენელისთვის.
- ტრენინგის ყველა პრე-რეკვიზიტი უზრუნველყოფილია ჩვენ მიერ, როგორც ჩვენს, ასევე დამკვეთის სივრცეში.
- ტრენინგი ტარდება ფიზიკურ სივრცეში და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს, შეფასებებსა და უკუკავშირის ფორმებს.
