Skip to content Skip to footer

უპირატესობები

კვალიფიციური ტრენერი

ჩვენი ყველა ტრენერი არის ლიცენზირებული ექიმი. ლექტორობასთან ერთად აქვთ საექიმო პრაქტიკა. ტრენერების კვალიფიკაციისა და ლიცენზიების სანახავად, გთხოვთ, ჩასქროლოთ ტრენერების სექციამდე.

ადაპტირებული სივრცე

ჩვენი ტრენინგები თავისუფალი ფორმატით გამოირჩევა, რადგან ვიფქრობთ, რომ ხანგრძლივ ტრენინგებზე მსმენელების ჩართულობისთვის მათი კომფორტი პრიორიტეტია. სატრენინგო სივრცე არის შშმპ ადაპტირებული.

სიცოცხლის გადამრჩენთა კლუბი

ჩვენთან გადამზადების შემდეგ, თქვენ ხდებით ჩვენი საზოგადოების ნაწილი. იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკაში გამოიყენებთ ჩვენთან მიღებულ ცოდნას, გახდებით სიცოცხლის გადამრჩენელთა კლუბის წევრიც.

ჩვენ შესახებ

პირველადი დახმარების ცენტრი კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს გთავაზობთ პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგებსა და მასტერკლასებს, როგორც ექიმებისთვის, ასევე, სხვა პროფესიის მსურველებისთვისაც.

კურსები რომელსაც გთავაზობთ

ფიზიკური პირებისთვის

კომპანიებისთვის

სერვისები

შეფასებები

ყოველთვის მაინტერესებდა და მიყვარდა სამედიცინო სფერო. ამ ტრენინგმა კიდევ უფრო გამიღრმავა ეს გრძნობა! საუკეთესოები ხართ!

რუსკა ქარქაშაძე

რუსკა ქარქაშაძე

მსახიობი და ჟურნალისტი

პროფესიონალი ტრენერი, კომფორტული სივრცე და მარტივ ენაზე მოწოდებული სასარგებლო ინფორმაცია – აქ გაიცემა საბაზისო ცოდნა, სიცოცხლის გადასარჩენად.

ანა მარშანია

ანა მარშანია

ჟურნალისტი და PR მენეჯერი

ვფიქრობ, ეს კურსი ყველა ადამიანმა უნდა გაიაროს. იმის მიუხედავად, რომ ლექცია რამდენიმე საათი მიმდინარეობს, ბატონი არჩილის ხელში ვერ მოიწყენთ. ყველაფერს ხსნის გასაგებ და ადამიანურ ენაზე.

ელენიკო რუხაძე

ელენიკო რუხაძე

კონტენტ კრეატორი

ბლოგი

დექსამეტაზონი და ანაფილაქსია
დექსამეტაზონი და ანაფილაქსია ჩემთვის გაურკვეველი და აუხსნელია ჩვენს…
ურტიკარია, ანუ ჭინჭრის ციება

ურტიკარია, ანუ ჭინჭრის ციება

რა არის ურტიკარია, იგივე ჭინჭრის ციება, როგორ ვუმკურნალოთ მას, როდის მივმართოთ ექიმს და სხვა მნისვნელოვან ინფორმაციას ამ ბლოგში გაგაცნობთ.

ურტიკარია, ანუ ჭინჭრის ციება, საკმაოდ ხშირი ალერგიული მოვლენაა.

მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეიძლება განუვითარდეს ის.

👉🏼 იგი ხასიათდება წითელი, ამობურცული ''ლაქებით'', რომელიც იწვევს ძლიერ ქავილს.

👉🏼 ამობურცული ადგილები ხშირად ძალიან ჰგავს ჭინჭრის ''დასუსხვით'' მიღებულ დაზიანებას.

​​🔷 ურტიკარია შესაძლოა იყოს მწვავე (სიმპტომები გრძელდება 6 კვირამდე), ან ქრონიკული (სიმპტომები გვხვდება ხანგრძლივად, 6 კვირაზე მეტი ხნით).

🔷 უმეტესწილად, რაიმე მძიმე მიმდინარეობა მას არ ახასიათებს, თუმცა, ზოგჯერ შესაძლოა იყოს უფრო ხანგრძლივად მიმდინარე და თან ახლდეს კანქვეშა ქსოვილების შეშუპებაც.

ჭინჭრის ციების გამომწვევი მიზეზები

როგორც წესი, გამომწვევი მიზეზები შემდეგია:

  • მედიკამენტები
  • მწერების ნაკბენი
  • საკვები
  • ვირუსული, ბაქტერიული და პარაზიტული ინფექცია
  • ან რიგ შემთხვევებში, განსაკუთრებით ქრონუკლულად მიმდინარეობის დროს, შესაძლოა ზუსტი მიზეზი ვერც დადგინდეს.

როგორ ვუმკურნალოთ ურტიკარიას / ჭინჭრის ციებას

მწვავე ურტიკარიის საწყისი მკურნალობა მხოლოდ ქავილისა და შეშუპების სიმპტომურ შემსუბუქებაზეა მორგებული, რადგან სტატისტიკურად 70%-მდე მწვავე შემთხვევებში ის რამდენიმე საათში, დღეში ან კვირაში თავისთავადვე, სპონტანურად გაივლის.

👉🏼 როგორ ვიმკურნალოთ სახლში, ექიმთან მისვლამდე?

მნიშვნელოვანია, რომ დავადგინოთ სავარაუდო გამომწვევი მიზეზი და მოვერიდოთ მას;

  • ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) მედიკამენტები: ურეცეპტოდ გაყიდვადი ანტიჰისტამინური მედიკამენტი ასაკის შესაბამისი რეკომენდებული დოზების მიხედვით, რომელიც შეიძლება გვირჩიოს ფარმაცევტმა;
  • მაქსიმალურად ეცადეთ მოერიდოთ ძლიერ ქავილს, რათა არ გააღიზიანოთ კანი. ამაში მოგეხმარებათ ცივი კომპრესები 10 - 20 წთ-ს ხანგრძლივობით, ქავილის საწინააღმდეგო ურეცეპტოდ გაყიდვადი კრემი ან ლოსიონი;
  • მოერიდეთ მჭიდრო ტანსაცმელს;
  • შხაპი მიიღეთ ნელთბილი წყლით და მოერიდეთ კანის უხეშ ჩამობანას.


⚠️ მნიშნელოვანია ექიმისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება.

👉🏼 შემდეგი ინფორმაციის წინასწარ, ექიმთან მისვლამდე შეგროვება, მკურნალ ექიმს დაეხმარება მკურნალობის სტრატეგიის დასახვაში:

  • როდის დაიწყო ურტიკარია?
  • რას აკეთებდით ურტიკარიის განვითარებამდე?
  • რომელი საკვები და სითხე მიიღეთ უახლოეს პერიოდში?
  • იღებთ (ან უახლოეს წარსულში იღებდით) თუ არა რაიმე მედიკამენტს?
  • რა გეცვათ ან რასთან გქონდათ შეხება ურტიკარიის დაწყებამდე?
  • ურტიკარიას ხომ არ ახლდა "წამოხურების" და ძლიერი ოფლიანობის ეპიზოდები?
  • რაიმე სტრესული მოვლენა ხომ არ გქონდათ უახლოეს წარსულში?

❓ როდის მივმართოთ ექიმს:

  • თუ სიმპტომები არ შემსუბუქდა რამდენიმე დღეში (2-3 დღე);
  • თუ ნერვიულობთ და რაიმეში ეჭვი გეპარებათ;
  • თუ სიმპტომები ქრება, თუმცა შემდეგ ისევ ბრუნდება;
  • თუ თან ახლავს მაღალი ტემპერატურა და პაციენტი თავს ცუდად გრძნობს;
  • თუ ურტიკარიას თან ახლავს კანქვეშა ქსოვილების შეშუპებაც.

❓ როდის ვითხოვოთ სასწრაფო დახმარება და დავრეკოთ 112-ში?

👉🏼 თუ ურტიკარიას თან ახლავს:

  • ტუჩების, ენის, ყელის შეშუპება;
  • სუნთვის გაძნელება;
  • ყლაპვის გაგრძელება;
  • გაბრუება და/ან თავბრუსხვევა;
  • სხვა უფრო სერიოზული მოვლენა (გონების კარგვა, გულყრა და ა.შ.).

ჯანმრთელობას გისურვებთ ❤